კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც 2020-2021 სასწავლო წელს შეიქმნა, პირველი კურსდამთავრებული ჰყავს.
10 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ფატი მამიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „სოციალური მედიის როლი კრიზისულ კომუნიკაციაში“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა კაჭარავა, ოფიციალური რეცენზენტები კი - ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი მარინე ვეკუა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მედიის მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფატი მამიაშვილს მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.