კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეწვივნენ.
გასვლითი ლექცია საგნის - „აუდიომედია და პოდკასტების წარმოება“ - ფარგლებში, CIU-ს მოწვეული ლექტორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის, სოფიო კიკვაძის ხელმძღვანელობით დაიგეგმა.
სტუდენტებმა საქართველოს რადიოს თანამედროვე სტუდია დაათვალიერეს. გაეცნენ სარეჟისორო პულტთან მუშაობის სპეციფიკას და საინფორმაციო გამოშვებას პირდაპირ ეთერში მიადევნეს თვალი.
ისინი, ასევე, იმყოფებოდნენ ინტეგრირებულ ნიუსრუმში, სადაც სხვადასხვა პლატფორმაზე მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
სტუდენტებმა „ოქროს ფონდშიც“ შეაბიჯეს, სადაც უნიკალური ხმები ინახება. „საქართველოს რადიოს“ თანამშრომელმა, დალი ვარდიაშვილმა მათ საგანძურის ისტორია გააცნო.
სტუდენტებმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის დატოვებამდე, მინიმუზეუმი დაათვალიერეს, სადაც არხის უძველესი ტექნიკაა განთავსებული.