სოსო გაზდელიანის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

29 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ახალ სივრცეში (CIU პანორამა) გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ სოსო გაზდელიანის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,სოციალური რეკლამა, როგორც მედიის პროსოციალური აქტივიზმის ინსტრუმენტი (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, 1991-2024 წწ.)“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია ჟურნალისტიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ჭალაგანიძე, ოფიციალური რეცენზენტები კი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მედიის მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი და ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია კუპრაშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოსო გაზდელიანს მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
სხვა განცხადებები
ივნისი 03, 2026
08:00 AM
გდანსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) მედიალინგვისტიკის მიმართულების პროფესორების ვიზიტი
CIU-ს გდანსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) მედიალინგვისტიკის მიმართულების პროფესორები ეწვივნენ. ვიზიტი ევროკავშირის განათლების მხარდაჭერის პროგრამის (Erasmus+) ფარგლებში ხორციელდება.
მაისი 29, 2026
08:00 AM
სამეცნიერო სემინარი: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ სამეცნიერო სემინარზე: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“ დასასწრებად.
მაისი 29, 2026
08:00 AM
„ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა
ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა გაიმართა.