„ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა
ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა გაიმართა.
პრეზენტაციას სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ლიტერატურათმცოდნეები, პროფესორ-მასწავლებლები, პროექტის მონაწილეები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა გახსნა. ვახტანგ წივწივაძემ სიტყვით გამოსვლისას, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების კუთხით, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ვიდეოქრესტომათიის შექმნის იდეა და განხორციელების ეტაპები საზოგადოებას პროექტის ავტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თამარ პაიჭაძემ გააცნო.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე მისით განსაზღვრული მიზნების შესრულებისას მსგავსი, შემეცნებითი კონტენტის როლზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ვიცე-კანცლერმა, CIU მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჭალაგანიძემ ისაუბრა.
შემოქმედებით პროცესსა და ქართული ლიტერატურის სწავლებისას მულტიმედიური ვიდეოთეკის მნიშვნელობაზე პროექტის ხელმძღვანელმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნინო მინდიაშვილმა გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიების ფარგლებში „ცოცხალი ტექსტების“ ვიდეოანოტაციის პრეზენტაცია გაიმართა. ჩვენების შედეგ საზოგადოებას შთაბეჭდილებები პროექტის მონაწილეებმა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა გაუზიარეს.
სამი ნაწილისგან შემდგარი ვიდეოთეკა ქართული ლიტერატურის ძველ (V-XVIII საუკუნე), ახალ (XIX საუკუნე) და უახლეს (XX საუკუნე) პერიოდს აერთიანებს. თითოეულ მონაკვეთში აქტუალურობის მიხედვით, ქრონოლოგიურად წარმოდგენილი მასალები სავსებით შესაბამისობაშია ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო პროგრამებთან.
პროექტის ფარგლებში ქართველი მწერლების შემოქმედებას დარგის სპეციალისტები, ლიტერატორები, ტექსტოლოგები და პუბლიცისტები კითხულობენ.
ვიდეოქრესტომათია ქართული მწერლობის პოპულარიზაციას, აუდიტორიისათვის გაცნობასა და კიდევ ერთხელ გადააზრებას ისახავს მიზნად.
„ცოცხალი ტექსტები“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია.
სხვა განცხადებები
ივლისი 16, 2026
06:00 AM
„ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ - პროექტის პრეზენტაცია
სამეცნიერო-შემეცნებითი გადაცემათა ციკლის - „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ - პრეზენტაცია 15 ივლისს გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები, ლიტერატურათმცოდნეები, პროფესორ-მასწავლებლები და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.
ივნისი 03, 2026
08:00 AM
გდანსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) მედიალინგვისტიკის მიმართულების პროფესორების ვიზიტი
CIU-ს გდანსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) მედიალინგვისტიკის მიმართულების პროფესორები ეწვივნენ. ვიზიტი ევროკავშირის განათლების მხარდაჭერის პროგრამის (Erasmus+) ფარგლებში ხორციელდება.
მაისი 29, 2026
08:00 AM
სამეცნიერო სემინარი: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ სამეცნიერო სემინარზე: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“ დასასწრებად.


