გდანსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) მედიალინგვისტიკის მიმართულების პროფესორების ვიზიტი
CIU-ს გდანსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) მედიალინგვისტიკის მიმართულების პროფესორები ეწვივნენ. ვიზიტი ევროკავშირის განათლების მხარდაჭერის პროგრამის (Erasmus+) ფარგლებში ხორციელდება.
სტუმრები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რის შემდეგაც CIU-ს ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.
შეხვედრაზე ორ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივებიც დასახეს.
ვიზიტის ფარგლებში, 5 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაგეგმილია სამეცნიერო სემინარი: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“. ფორუმის მიზანია ციფრული ტრანსფორმაციის შესწავლა; მედიის როლის გააზრება; ენობრივი ცვლილებების კვლევა; ინტერდისციპლინური დიალოგის ხელშეწყობა; გამოწვევების იდენტიფიცირება; კვლევითი შედეგების წარდგენა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება.
სხვა განცხადებები
ივლისი 16, 2026
06:00 AM
„ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ - პროექტის პრეზენტაცია
სამეცნიერო-შემეცნებითი გადაცემათა ციკლის - „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ - პრეზენტაცია 15 ივლისს გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები, ლიტერატურათმცოდნეები, პროფესორ-მასწავლებლები და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.
მაისი 29, 2026
08:00 AM
„ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა
ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა გაიმართა.
მაისი 29, 2026
08:00 AM
სამეცნიერო სემინარი: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ სამეცნიერო სემინარზე: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“ დასასწრებად.


