CIU მულტიმედია ცენტრში ჟურნალისტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა

20 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში, ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა: სატელევიზიო გადაცემა „დოსიეს“ დაარსება და განვითარება იყო. ღონისძიებას აღნიშნული გადაცემის წამყვანი, მწერალი და დოკუმენტალისტი, პაატა ქურდაძე უძღვებოდა.
სტუმარმა დოკუმენტური ფილმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის წიგნი მოძრავი ილუსტრაციებით, რომელიც რეალობის შემეცნების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა შეხვედრის მნიშვნელობაზე პროგრამის განვითარების კონტექსტში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის საჯარო ლექციები მომავალი ჟურნალისტებისთვის გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა.
გადაცემა „დოსიე“ დოკუმენტურ ჟანრში გაცოცხლებული სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული, სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების ერთგვარი ტელე-ვიდეოთეკაა.
სხვა განცხადებები
ივნისი 03, 2026
08:00 AM
გდანსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) მედიალინგვისტიკის მიმართულების პროფესორების ვიზიტი
CIU-ს გდანსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) მედიალინგვისტიკის მიმართულების პროფესორები ეწვივნენ. ვიზიტი ევროკავშირის განათლების მხარდაჭერის პროგრამის (Erasmus+) ფარგლებში ხორციელდება.
მაისი 29, 2026
08:00 AM
სამეცნიერო სემინარი: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ სამეცნიერო სემინარზე: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“ დასასწრებად.
მაისი 29, 2026
08:00 AM
„ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა
ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა გაიმართა.