მედიალინგვისტიკის თანამედროვე გამოწვევები - ინტერვიუ ჟანნა სლადკიევიჩთან

მედიალინგვისტიკა, როგორც ციფრული ეპოქის აქტუალური თემა და გამოწვევები, რომლებიც აღნიშნული სფეროს წინაშე დგას, - ამ და სხვა საკითხებზე გდანსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი, ჟანნა სლადკიევიჩი გვესაუბრება.
მედიალინგვისტიკა, როგორც ორი დიდი დისციპლინის შერწყმა...
მედიალინგვისტიკა ენათმეცნიერების ერთ-ერთი ახალი მიმართულებაა, რომელიც პოლონეთში სათავეს 2013 წლიდან იღებს. სწორედ ამ პერიოდში გამოიცა ბოგულსავ სკოვრონეკის მონოგრაფია სახელწოდებით „მედიალინგვისტიკა“.
უნდა ითქვას, რომ მედიალინგვისტიკა დღეს ძალიან პოპულარული და მნიშვნელოვანი საგანია. ის წარმატებით ინტეგრირდა უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში, დოქტორანტებისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებიც გამოიცა.
მედიალინგვისტიკა ორი დიდი დისციპლინის შერწყმაა. ეს არის ენათმეცნიერების მიმართულება, რომელიც მედიაკომუნიკაციას შეისწავლის. როგორც ცნობილია, მედია მეოთხე ხელისუფლებაა, რომლის გავლენა საკმაოდ მასშტაბურია. სწორედ ამიტომ მედიალინგვისტიკა დღეს კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას.
მედიაკომუნიკაციის ბუნება ციფრულ ეპოქაში...
მედიაკომუნიკაცია, შეიძლება ითქვას, ზემოქმედებითი კომუნიკაციის ფორმაა. ეს ისეთივე დისკურსია, როგორიც, მაგალითად, რელიგიური, იურიდიული ან თუნდაც დიდაქტიკური, მაგრამ მედიას თავისი სპეციფიკა აქვს, რაც მისი გავლენის მასშტაბური დიაპაზონითაა განპირობებული.
დღეს ციფრულ მედიაში კონტენტი უკონტროლოდ, ყოველგვარი ფილტრის გარეშე ვრცელდება. როგორც პოლონელი სოციოლოგი მაგდალენა შმუნერი ამბობს, ჩვენ ინფორმაციის არა მხოლოდ მიმღები, არამედ გამცემიც ვართ. შესაბამისად, ჩვენ მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა დიდი პასუხისმგებლობაა.
აქტუალური თემები კომუნიკაციის კვლევაში...
კომუნიკაციის კვლევაში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული თემები და ინფორმაციის ვერიფიკაცია აქტუალური თემებია. უფრო კონკრეტულად ჩვენი კვლევითი არეალი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ხარისხიანი ჟურნალისტიკა, ფაქტების გადამოწმება და ყალბი ამბების გამოვლენა.
ისეთ გარემოში, სადაც არსებობს სრულიად მცდარი ან ნახევრად ჭეშმარიტი ინფორმაცია, მნიშვნელოვანია თავდაცვითი მექანიზმები გამოვიმუშაოთ. ეს საკმაოდ რთულია, რადგან მოცემულ ეტაპზე არ გვაქვს გარკვეული ალგორითმი, რომელიც გვაჩვენებს, არის თუ არა აუდიოვიზუალური მასალა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი. ამ პირობებში, აუცილებელია ფაქტებისა და მონაცემების მუდმივად გადამოწმება.
სამეცნიერო სემინარი CIU-ში: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, საოცრად თანამედროვე სივრცეში მეგობრული და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა. აღმაფრთოვანა სტუდენტებსა და პროფესორებს შორის არსებულმა უშუალო კომუნიკაციამ. ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთ ღირებულებას ისიც ქმნის, რომ კურსდამთავრებულებს ადგილზე დასაქმების საშუალება ეძლევათ, აღნიშნული პრაქტიკა, ვფიქრობ, სხვა უნივერსიტეტებისთვისაც კარგი მაგალითია.
მოცემული ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, მონაწილეობა მიგვეღო საერთაშორისო სემინარში სახელწოდებით: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“. ჩვენი კოლაბორაციის მთავარი შედეგი იქნება მონოგრაფია, რომელიც წლის ბოლოს ავტორიტეტულ გამომცემლობა BRILL-ში დაიბეჭდება. ვგეგმავთ სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებასაც.
სხვა განცხადებები
სექტემბერი 10, 2026
01:00 PM
„ტექნოლოგია ცვლის ინსტრუმენტებს და არა პრინციპებს“ - ინტერვიუ პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილთან
დღეს, როცა ინფორმაცია უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება და ტექნოლოგიები რეალობის გაყალბების ახალ შესაძლებლობებს ქმნის, ჟურნალისტის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
აგვისტო 20, 2026
11:00 AM
როცა ტყუილს აღარ ჰყავს ავტორი, - დეზინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
ხელოვნურმა ინტელექტმა ინფორმაციის შექმნისა და გავრცელების წესები რადიკალურად შეცვალა. დღეს, ერთი შეხედვით, რეალისტური ფოტოს, ვიდეოს, ხმისა თუ ტექსტის მიღმა შესაძლოა, აღარ იდგეს არც ჟურნალისტი, არც კონკრეტული ავტორი და, მეტიც, არც რეალური მოვლენა.
ივლისი 28, 2026
09:00 AM
კულინარია სატელევიზიო წესებით
კულინარია ტელეეთერში უკვე დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ რეცეპტების გაცვლის ფორმატს. დღეს ის მაყურებელთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და მრავალფეროვანი საშუალებაა, სადაც პრაქტიკული ინფორმაცია, ვიზუალური ესთეტიკა და ემოციური განწყობა ერთიანდება.