ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი CIU-ში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი ეწვია. ხოსე ანტონიო ვიდალი ენოტურიზმის გლობალური გაერთიანების წევრი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობას შეხვდა და მათთან ერთად განიხილა მომავალი თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები.
პარტნიორობა ორ მიმართულებას მოიცავს. ერთი მხრივ ეს მოიაზრებს უნივერსიტეტის, როგორც ბიზნეს სუბიექტის ჩართულობას მომავალ აქტივობებში, მეორე მხრივ კი ერთობლივი აკადემიური, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
ვიზიტის ფარგლებში ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მულტიმედია ცენტრი, ბიზნესისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიები, მარანი ,,კოლხი“ თავისი უნიკალური საწნახელით, ქვევრებითა და ენოთეკით.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული კომპანიის - „ეთნო-ოკამის“ საწარმოო პროცესს, აქ არსებული სივრცეების ტურისტულ ზონად ჩამოყალიბების პოტენციალსა და ქართული მეღვინეობის ტრადიციებს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციასთან (GETA) ერთად, ორი წელია რაც ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია. აღნიშნული პარტნიორობა ენოტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით კვლევებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს. ამას გარდა, ურთიერთთანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ღვინის ტურიზმის ერთ-ერთი გამორჩეული დანიშნულების ადგილს პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით.
სხვა განცხადებები
დეკემბერი 17, 2025
08:00 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
ოქტომბერი 30, 2025
06:30 AM
სოსო გაზდელიანის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
29 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ახალ სივრცეში (CIU პანორამა) გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ სოსო გაზდელიანის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,სოციალური რეკლამა, როგორც მედიის პროსოციალური აქტივიზმის ინსტრუმენტი (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, 1991-2024 წწ.)“.
სექტემბერი 15, 2025
08:00 PM
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ვიზიტი CIU-ში
ყვარლის მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 500 ლარიან ყოველწლიურ სასწავლო გრანტს მიიღებენ.



