ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ვიზიტი CIU-ში
ყვარლის მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 500 ლარიან ყოველწლიურ სასწავლო გრანტს მიიღებენ.
დაფინანსების დამადასტურებელი სერტიფიკატები ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს გივი ზაუტაშვილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ გადასცა.
წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად ვიზიტის ფარგლებში, გივი ზაუტაშვილმა უნივერსიტეტის კანცლერი ყვარლის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი სიგელითა და მედლით დააჯილდოვა.
ვახტანგ წივწივაძეს 2023 წლის 8 ნოემბერს ყვარლის საპატიო მოქალაქის წოდება მულტიმედია ცენტრის პროექტის, დოკუმენტური ფილმების ციკლის „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა.
შეხვედრას, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
დელეგაციის წევრებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მულტიმედია ცენტრი, სამედიცინო ლაბორატორიები, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მარანი ,,კოლხი“ დაათვალიერეს.
სხვა განცხადებები
ოქტომბერი 30, 2025
06:30 AM
სოსო გაზდელიანის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
29 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ახალ სივრცეში (CIU პანორამა) გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ სოსო გაზდელიანის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,სოციალური რეკლამა, როგორც მედიის პროსოციალური აქტივიზმის ინსტრუმენტი (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, 1991-2024 წწ.)“.
მაისი 08, 2025
11:45 AM
ლია ზამბახიძეს მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა
8 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ახალ სივრცეში (CIU პანორამა) გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ლია ზამბახიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „თანამედროვე სატელევიზიო დოკუმენტალისტიკის გამოსახვის ფორმები და საშუალებები (საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 2018-2023 წლები)“.
აპრილი 10, 2025
08:00 AM
ტელე-რადიოჟურნალისტიკის ვორქშოპი CIU მულტიმედია ცენტრში
3 და 10 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მოსწავლეთათვის ტელე-რადიოჟურნალისტიკის ვორქშოპს უმასპინძლა. ღონისძიება უნივერსიტეტის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში ჩატარდა და მიზნად მედიის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას ისახავდა.








