კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ხარისხის მართვის სტანდარტი - ISO 9001: 2015 2023 წლის 12 მაისს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გერმანული სალიცენზიო ორგანიზაციის TÜV NORD GROUP-ის მიერ.
ლიცენზიის გაცემის პროცესში გერმანელმა ექსპერტებმა შეამოწმეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მართვის სტრუქტურა, მართვის ეფექტურობა, რისკების შეფასების და რეაგირების პროცედურები, თვითშეფასება, განვითარების დინამიკა, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხორციელება.
ISO 9001 წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ ხარისხის მართვის სისტემას. ის ეკუთვნის ISO 9000 სტანდარტების სერიას, ISO 9004 სტანდარტთან ერთად და ეხმარება ორგანიზაციებს უზრუნველყონ კლიენტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოლოდინები, ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების გათვალისწინებით.