დამტკიცებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის
კანცლერის 2017 წლის 1 მაისის # 01-55 ბრძანებით
მულტიმედია ცენტრის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (შემდგომში - „უნივერსიტეტი“) მულტიმედია ცენტრი (შემდგომში - „ცენტრი“) არის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული.
2. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ წესდებისა და დებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების და ამ დებულების შესაბამისად.
3. ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის კანცლერის წინაშე.
მუხლი 2. მულტიმედია ცენტრის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები
1. ცენტრის მიზნები:
ა) უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობაზე სწავლების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკული საგნების სწავლების ხელშეწყობა და განვითარება;
გ) თანამედროვე მედიატექნოლოგიებთან ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტების წვდომის უზრუნველყოფა;
დ) კონკურენტუნარიანი მედიაპროდუქციის მომზადება და ტირაჟირება;
ე) ეროვნული ცნობიერებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ფორმირების ხელშეწყობა.
2. ცენტრის ამოცანები:
ა) ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და მისი განვითარების ხელშეწყობა;
ბ) სალექციო კურსებზე დაფუძნებული მედიაპროდუქციის შექმნა;
გ) სამეცნიერო და კვლევითი პროცესების ვიზუალიზაცია;
დ) სასწავლო-სამეცნიერო, საგანმანათლებლო-შემეცნებითი და მხატვრულ-დოკუმენტური აუდიო, ბეჭდური და ვიდეო მედიაპროდუქციის წარმოება;
ე) მედიაარქივის შექმნა, განახლება და განვითარება;
ვ) თანამშრომლობა უნივერსისტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
ზ) თანამშრომლობა მედია საშუალებებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების და ცენტრის ბაზაზე შექმნილი მედიაპროდუქციის გავრცელების მიზნით.
3. ცენტრის ფუნქციები:
ა) პუბლიკაციების მომზადება. მათი განთავსება უნივერსიტეტის და/ან სხვადასხვა ჟურნალებსა და გაზეთებში, ინტერნეტმედიაში;
ბ) რადიო-სიუჟეტებისა და გადაცემების მომზადება. მათი განთავსება უნივერსიტეტის ვებგვერდზე და/ან სხვადასხვა რადიოკომპანიათა ეთერში, ინტერნეტმედიაში;
გ) ფოტომასალების მომზადება და განთავსება უნივერსიტეტის ვებგვერდზე და/ან სხადასხვა მედია საშუალებებში. მონაწილეობა საუნივერსიტეტო და სხვა ტიპის გამოფენებში;
დ) სატელევიზიო სიუჟეტების, გადაცემების, ფილმების, კომერციული და სოციალური სარეკლამო კლიპების წარმოება და განთავსება უნივერსიტეტის ვებგვერდზე და/ან ტელეარხების ეთერში, ასევე ინტერნეტმედიაში;
ე) ცენტრის მიერ მომზადებული მასალებით უნივერსიტეტის ვებგვერდის მულტიმედია ცენტრის პლატფორმის განახლება.
ვ) ცენტრის საარქივო კინო-ტელემასალების დახარისხება, დაარქივება და სისტემატიზება, მათი ციფრულ ფორმატში გადატანა;
ზ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდა აქტებით ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება.
მუხლი 3. მულტიმედია ცენტრის სტრუქტურა
1. მულტიმედია ცენტრს ხელმძღვანელობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი.
2. მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელს ნიშნავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი.
3. მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანალი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას;
ბ) უნივერსიტეტის კანცლერს დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის საშტატო განრიგს და კანდიდატებს;
გ) ცენტრის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს, აძლევს მითითებებს და დავალებებს;
დ) შეიმუშავებს და კანცლერს დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის სამოქმედო გეგმას;
ე) უნივერსიტეტის კანცლერს წარუდგენს ცენტრის საქმიანობის ანგარიშს;
ვ) უნივერსიტეტის კანცლერს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) პასუხისმგებელია ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე;
თ) ამოღებულია (01-83, 01.07.2022)
ი) ამოღებულია (01-83, 01.07.2022)
კ) წარმოადგენს ცენტრს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
ლ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით ცენტრისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულებას;
მ) პასუხისმგებელია ცენტრზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს ახორციელებს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.
5. მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, ცენტრის ხელმძღვანელის წარდგინებით, აკადემიური პერსონალიდან ან მოწვეული ლექტორებიდან ნიშნავს უნივერსიტეტის კანცლერი.
6. ცენტრის საქმიანობას ახორციელებენ საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშნული პირები.
7. მულტიმედია ცენტრის საშტატო განრიგს და თანამდებობებს, ცენტრის ხელმძღვანელის წარდგინებით, ამტკიცებს უნივერსიტეტის კანცლერი.
8. მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილედ, პროდიუსერად და კორესპონდენტად შეიძლება დაინიშნოს პირი უნივერსიტეტის აკადემიური/მოწვეული პერსონალიდან და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
9. მულტიმედია ცენტრის მუშაობის ოპტიმიზაციისა და ჟურნალისტიკის პროგრამის წარჩინებული სტუდენტების სტიმულირების მიზნით, ცენტრის კორესპონდენტის თანამდებობაზე დანიშნული პირები ექვემდებარებიან შესაძლო ყოველწლიურ როტაციას.
10. ცენტრის თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებებით. (თანამდებობრივი დაქვემდებარება, მოვალეობანი, უფლებამოსილება, ანგარიშგება,საჯკვალიფიკაციო მოთხოვნები მულტიმედია ცენტრის თანამებობრივი ინსტუქრიით დანართი #1 შესაბამისად)
11. ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებებით.
12. ამოღებულია (01-83, 01.07.2022)
მუხლი 4. ამოღებულია (01-83, 01.07.2022)
მუხლი 5. მულტიმედია ცენტრის ქონება
1. თავის ფუნქციათა განსახორციელებლად, ცენტრი სარგებლობს უნივერსიტეტის უძრავი და მოძრავი ქონებით.
2. მულტიმედია ცენტრის ტექნიკური დირექტორი იბარებს ცენტრის საქმიანობისთვის საჭირო აპარატურას (სატელევიზიო და ფოტო კამერები, განათება, სამონტაჟო აპარატურა, სტუდიის აღჭურვისათვის საჭირო სხვა ტექნიკა) და პასუხისმგებელია მის აღრიცხვა, მოვლასა და შენახვაზე.
მუხლი 6. მულტიმედია ცენტრის ფინანსები
ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) უნივერსიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი დაფინანსება;
ბ) გრანტებისა და პროექტების საფუძველზე მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების შესრულებით მიღებული შემოსავლები;
დ)კანონმდებლობით დადგენილი წესით მიზნობრივად მულტიმედია ცენტრისთვის განკუთვნილი საჩუქრის სახით მიღებული შემოსავლები;
ე) კანონმდებლობით აუკრძალავი ნებისმიერი შემოსავალი.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, სხვა სტრუქტურული ცვლილებები და წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მულტიმედია ცენტრის ხელმძვანელის წარდგინების საფუძველზე უნივერსიტეტის კანცლერის მიერ.
2. უნივერსიტეტის კანცლერს შეუძლია დამოუკიდებლად შეცვალოს მოცემული დებულების ცალკეული მუხლის შინაარსი, რის შესახებაც აცნობებს ცენტრს.