23 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ეკატერინე ჭალაგანიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „სოციალური რეკლამა კოვიდპანდემიის პერიოდში თანამედროვე ქართული მედიის მაგალითზე (2020-2022 წლები)“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა კაჭარავა, ოფიციალური რეცენზენტები კი სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მედიის მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი და ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნათია კუპრაშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკატერინე ჭალაგანიძეს მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.