


უფასო გაცვლითი პროგრამა CIU-ს სტუდენტებისთვის გრაცის იოჰან ნოიმის სახელობის უნივერსიტეტში (ავსტრია)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და გრაცის (ავსტრია) იოჰან ნოიმის სახელობის უნივერსიტეტს შორის შეთანხმება შედგა, რომელიც კსუ-ს ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ გრაცის უნივერსიტეტის უფასო გაცვლით პროგრამებში.
როგორც კსუ-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა, ზაზა ცოტნიაშვილმა აღნიშნა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე მოლაპარაკებები, დაახლოებით, ერთი სემესტრია, მიმდინარეობს. მისი თქმით, ეს საერთაშორისო შეთანხმება, ინტერნაციონალიზაციის კუთხით, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
ზაზა ცოტნიაშვილი:
„2018 წლის ოქტომბერში ჰიბრიდულ სწავლებასთან დაკავშირებით ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობის გამო გრაცის უნივერსიტეტს ვეწვიე. მათთან კომუნიკაციის შემდეგ ჩამოყალიბდა საერთო აზრი, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა დაემყარებინათ, რაც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საშუალებას მისცემდა, გრაცის უნივერსიტეტის მდიდარი მულტიმედიური შესაძლებლობებით ესარგებლათ.
კსუ-ს ხელმძღვანელობისაგან დიდი ინიციატივა წამოვიდა. დიალოგის შემდეგ ჩვენი ინტერესები კიდევ უფრო დაახლოვდა და შედგა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი არის ის, რომ ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის გრაცის უნივერსიტეტთან გაცვლითი პროგრამები სრულიად უფასო იქნებოდა. ეს კი ბევრ დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს, მულტიმედიური მიმართულებით საერთაშორისო ცოდნასა და გამოცდილებას ეზიაროს.“
პროფესორმა, ზაზა ცოტნიაშვილმა აღნიშნა, რომ გრაცის იოჰან ნოიმის სახელობის უნივერსიტეტი მდიდარი მულტიმედიური რესურსებითა და მძლავრი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით გამოირჩევა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც არანაირ მერკანტილურ ინტერესს არ ატარებს, ბევრი სტუდენტი გამოიყენებს, რაც მათ საერთაშორისო დონის ცოდნასა და გამოცდილებას შესძენს.
სოსო გაზდელიანი
სხვა განცხადებები
9 ოქტ
11:50am
დენის მეტსონისა და ზაზა ცოტნიაშვილის ერთობლივი ლექცია კსუ-ს მედიის კვლევების მაგისტრანტებთან
29 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტებს, სასწავლო კურსის „საინფორმაციო სტრატეგიები“ ფარგლებში
9 ოქტ
11:48am
აგროჟურნალისტიკის სწავლება კავკასიაში
9 ოქტ
11:48am
რატომ უნდა აირჩიოთ კსუ-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა?
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 2012-2013 სასწავლო წლიდან სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხორციელდება.