ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 60 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 30 ივნისს გამართულ გამოფენას - „ჩვენი მეხსიერება“ კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტის კანცლერი, მულტიმედია ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
გამოფენის გახსნის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - მარიკა დარჩიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე თევზაძემ მიმართა.
საზოგადოების წინაშე წარსდგა ვახტანგ წივწივაძე. კანცლერმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მულტიმედია ცენტრმა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან და აჭარის ტელევიზიასთან თანამშრომლობით განახორციელა.
„60 წლის 60 წამი“ პირველი არხის ეთერში 20 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით გადიოდა. ერთწუთიანი, 18 ვიდეორგოლი ცენტრში დაცულ ხელნაწერებს, საზოგადო მოღვაწეთა ნივთებასა და ისტორიულ დოკუმენტებს შეეხება.
„დღემდე მოტანილი ისტორია“ - ეს იყო მთავარი გზავნილი იმ შვიდი ვიდეორგილის, რომელიც მულტიმედია ცენტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის მოამზადა. დაახლოებით, ორმოცდაათწამიანი რგოლები ეთერში 18 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით დღეში რამდენჯერმე გავიდა.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერსა და მულტიმედია ცენტრის წარმომადგენლებს, ერთობლივად განხორციელებული პროექტებისთვის, მადლობის სიგელები გადაეცათ.