გაიცანით 25 წლის ბიზნესმენი გოგონა მარიამ მაუკაშვილი, რომელმაც საქმიანობა სახლის კედლებში დაიწყო, დღეს კი ცნობილია როგორც კომპანია “Mega Holding”- ის დამფუძვნებელი და დირექტორი. მარიამის საქმიანობაზე უკვე საუბრობენ აღიარებულაერთაშორისო და ადგილობრივ გამოცემებში: Forbes Woman Georgia და სხვ.
მარიამმა საკუთარი ძალისხმევითა და მონდომებით შეძლო, შეექმნა უნივერსალური კომპანია, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს. „Mega Holding” მრავალმხრივ საქმიანობას ეწევა, არის როგორც იმპორტიორი კომპანია , რომელიც 4000 - ზე მეტი დასახელების სხვადასხვა პროდუქციას უწევს რეალიზებას საქართველოს მასშტაბით, ასევე თავადაც აწარმოებს სხვადასხვა დასახელების პროდუქციას. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან და, მათი სურვილის შესაბამისად, უფასო საკურიერო მომსახურებით, ყოველდღიურად აუცილებელი და საჭირო პროდუქციით მომარაგებს უზრუნველყოფს. ამჟამად კომპანიას ხუთი დეპარტამენტი აქვს: სახანძრო უსაფრთხოების, სასტუმროების, საგანმანათლებლო, სპორტისა და პირველადი მოხმარების სანიტარულ-ჰიგიენური პროდუქციის.
- როგორი იყო პატარა გოგონას გზა ბიზნესში აღიარებულ სტატუსამდე ?
- ოჯახიდან გამომდინარე, ბავშვობიდან მქონდა შეხება ბიზნესთან. სკოლის დამთავრებისთანავე ვმუშაობდი გაყიდვებში, პარალელურად, ვსწავლობდი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ჟურნალისტიკის სპეციალობაზე. უნივერსიტეტის ხელშეწყობით, ვახერხებდი სამსახურისა და სწავლის შეთავსებას ერთდროულად. მეტიც, ჩემი უნივერსიტეტის თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი ისეთ მომენტებში, როდესაც ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს, 2015 წლის 13 ივნისს მოვყევი სტიქიაში. ეს იყო გამოცდების პერიოდი. ერთი კვირა ვიწექი რეანიმაციაში, მეორე დღეს იწყებოდა გამოცდები და ჩემი მდგომარეობის გამო ვერ ვახერხებდი მისვლას. კსუ-ს რექტორმა, ბატონმა კახაბერ კორძაიამ ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოცდები სექტემბერში გადამატანინა, ხოლო სწავლის საფასური მთლიანად დამიფინანსდა.
სწავლის დასრულების შემდეგ ძალიან მალე დავიწყე იმ იდეაზე ფიქრი, რომლის განხორციელება ყოველთვის მინდოდა. თავიდან არავის სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების, თუმცა დრომ საპირისპირო უჩვენა. მე შევძელი და ჩემი იდეები ვაქციე რეალობად. საწყის ეტაპზე არც თანამშრომლები მყავდა და ფინანსური ნაწილიც პრობლემას წარმოადგენდა. თუმცა ასე ნელ-ნელა მოვახერხე ადამიანების დარწუმნება იმაში, რისიც მე ყოველთვის მჯეროდა და ზუსტად ორი წლის წინ ჩამოვაყალიბე ორგანიცაზია, რომელსაც „მეგა- ჰოულდინგი“ ჰქვია. დღეს ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 000- ზე მეტი დასახელების პროდუქციას ვუწევთ რეალიზებას.
- რამდენად მოახდინა გავლენა თქვენმა წარმატებამ თქვენს პირად ცხოვრებაზე?
ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე იმდენად ვარ საქმეში ჩაფლული და ვგეგმავ სხვადასხვა პროექტბს, რომ პირადი ცხოვრებისთვის ბევრი დრო არ მრჩება. ალბათ, როდესაც ხარ დაკავებული და გაქვს პასუხისმგებლობა ადამიანების მიმართ, ასეც ხდება ხოლმე. ჯერ-ჯერობით რადიკალურად არაფერი არ შეცვლილა. (იცინის)
-მეგობრების კუთხით?
- რა თქმა უნდა არა, მყავს იდეალური მეგობრები და ისინი რომ არ მყავდეს, ალბათ, არაფერი გამომივიდოდა. ის ძველი მარიამი კვლავ ისეთივეა. ყველა ადამიანი, რაც არის დაბადებიდან, ის არის სიცოცხლის ბოლომდე, განურჩევლად მისი სტატუსისა და მისი მდგომარეობისა, იმიტომ, რომ შენს „მე“ -ს ვერასდროს დაკარგავ. შეიძლება, დროებით შეინიღბო, დამალო, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის ადამიანი მოკვდები, რომელიც ხარ და იყავი ყოველთვის.
- ყოფილა თუ არა იმედგაცურების მომენტები ბიზნესში?
- რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ბუნებრივი. იმედგაცრუებაზე მეტად ყოფილა ცუდი ქმედებები ზურგსუკან. როდესაც იწყებ ბიზნესს, ამისათვის მზად უნდა იყო. თუ ამისთვის მზად არ იქნები, აღმოჩნდები სუსტი, დაბრკოლებას ვერ გაუმკლავდები და ვერ გადალახავ.
როცა საქმიანობას ვიწყებდი, მქონდა იმედგაცრუების მოლოდინი და ეს ბუნებრივი მომენტია, მაგრამ ჩემთვის მთავარია დაწყებული საქმე მივიყვანო ბოლომდე.
- რა გაძლევდათ იმის ძალასა და მოტივაციას, რომ აქამდე მოსულიყავით თქვენს გუნდთან ერთად?
- სიყვარული საქმის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც წამოიწყე, უნდა მოუფრთხილდე, როგორც პატარა ბავშვს, უნდა გაზარდო და უნდა გამოვიდეს ისეთი, როგორიც გინდა. თუ ვმუშაობ დღეში თორმეტი საათი, ასე მგონია, რომ დღეს არაფერი გამიკეთებია, ჩემი თავისგან ყოველთვის მეტს მოვითხოვ და სწორედ ეს მაძლევს მოტივაციას.
- უკავშირებთ თუ არა თქვენი წარმატების ფესვებს ჩვენს უნივერსიტეტს?
-რა თქმა უნდა, ყველა ჩემი წარმატება და წინსვლა დამოკიდებულია ჩემს ფესვებთან, ვგულისხმობ ოჯახს და უნივერისტეტსაც. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ის ადგილი, სადაც იღებ ცოდნას, რომელსაც მომავალში გამოიყენებ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მასწავლა ბევრი რამ, როგორც პროფესიული, ისე ზოგადი ცოდნის თვალსაზრისით, რომელიც შემდეგში დამეხმარა ჩემი ბიზნესის განვითარებაში.
ყველაზე კარგი რაც გამოარჩევს ჩვენს უნივერსიტეტს, არის ის, რომ ლექტორებსა და სტუდენტებს შორის არის უშუალო დამოკიდებულება სწავლების პროცესში. ყოველთვის დიდ რეკომენდაციას ვუწევ კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტს.
დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა სტუდენტებთან, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება. მინდა ვთქვა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ყოველთვის სიამოვნებით ვითანამშრომლებ ჩემს უნივერსიტეტთან ამ მიმართულებით.
- დაბოლოს, რა გეგმები გაქვთ თქვენს ბიზნესთან დაკავშირებით?
- ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, ვმუშაობთ დასვენების გარეშე, ყოველდღიურად ვიზრდებით ერთი ნაბიჯით. ვაპირებთ ამ ტემპის გაზრდას და მეტი ადამიანის დასაქმებას. ვაპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას რეგიონებშიც, ასევე ვგეგმავთ პროექტების განვითარებას, საგანმანათლებლო კუთხით, რათა უფრო გავუმარტივოთ სასწავლო პროცესი მოსწავლებსა და სტუდენტებს.
მოამზადებულია სტუდენტების: თათია გოგიშვილისა და მაგდა აბულაძის მიერ